Monday, November 14, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
დადგა ტრენინგის ბოლო დღე.წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის საბოლოო ვარიანტი, ვისაუბრეთ მის დადებით მხარეებზე,მივიღეთ უკუკავშირი, საქმიანი რჩევები და შეფასება კოლეგებისაგან. შემდეგ ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო ჩვენს ბლოგზე.
უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს .თქვენი დიდი ძალისხმევით ,რჩევებითა და თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივიღეთ პროექტზე მუშაობის დიდი გამოცდილება . იმედია ეს ტრენინგი აამაღლებს ჩვენი მუშაობის ხარისხსს და გაკვეთილები უფრო საინტერესო იქნება.თქვენ დაგვარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში.
დიდი მადლობა ყველაფრისათვის.

მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგის განმეორებით.გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და მრავალმხრივი ინტელექტი
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და მრავალმხრივი ინტელექტი
Tuesday, November 8, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
მეშვიდე დღე მეტად საინტერესო და დატვირთული იყო.ვიმუშავეთ ბლოგზე. გავუზიარეთ ერთმანეთს აქტიობები. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, ამასთანავე საბოლოო სახე მივეცით მოსწავლის ნამუშევარს.
ძალიან საინტერესოა ქალბატონ შორენასთან ერთად მუშაობა.
ძალიან საინტერესოა ქალბატონ შორენასთან ერთად მუშაობა.
მეექვსე დღის რეფლექსია
საინტერესო და საქმიანი დღე იყო ვიმუშავეთ სასწავლო გეგმაზე ,რუბრიკების შექმნაზე. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები ,ასევე ვიმუშავეთ მოსწავლეთა პრეზენტაციაზე.
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო, რადგან ვიმუშავეთ წყვილებად. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები. გავეცანით მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშებს. ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე და პროექტის გეგმაზე. ეს დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა.
Saturday, October 29, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე უფრო სინტერესო იყო წინა ტრენინგთან შედარებით. ქალბატონ შორენას მითითებით კარგად გავართვით თავი შეფასების სტრატეგიებს და მეთოდებს ,,ინსტრუმენტებს. მოვიძიეთ ინტერნეტში სურათები შესაბამისი თემის და დამოუკიდებლად ავტვირთეთ მასალები.
ძალიან საინტერესო გამოდგა ქალბატონ შორენასთან ერთად მუშაობა. გადავწყვიტე ამიერიდან ამ გზით გავაგრძელო მუშაობა. ეს ცოდნის ერთერთი მეთოდია.
მადლობა ქალბატონ შორენას.
ძალიან საინტერესო გამოდგა ქალბატონ შორენასთან ერთად მუშაობა. გადავწყვიტე ამიერიდან ამ გზით გავაგრძელო მუშაობა. ეს ცოდნის ერთერთი მეთოდია.
მადლობა ქალბატონ შორენას.
Saturday, October 22, 2016
მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღე მეტად შინაარსიანი და საინტერესო იყო,რადგან ჩვენ უკვე ვისწავლეთ თუ როგორ ვიმუშაოთ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე. შევიმუშავეთ პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები.ვისწავლეთ საკვანძო შეკითხვების წერა.კიდევ ერთი საფეხურით ავმაღლდით პროფესიულ საფეხურზე.
Saturday, October 15, 2016
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღეს მიმოვიხილეთ პირველი დღის განვლილი აქტიობები. შემდეგ კი გავეცანით ბუკლეტების დანიშნულებას. ვნახეთ ბუკლეტების ნიმუშები და ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე ,რაც ძალიან მომეწონა . ვისწავლე თუ როგორ იქმნება ბუკლეტი და მას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში .
Friday, October 14, 2016
პირველი დღის რეფლექსია
გავეცანი vieveris სახელმძღვანელოს და ძალიან მომეწონა ,რადგან იქ მოცემული იყო რამოდენიმე მოდული. განსაკუთრებით მომეწონა პირველი მოდულის რესურსები. მომეწონა აგრეთვე 21 ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ყოველივე დღეს ნასწავლს გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში რაც უფრო საინტერესოს გახდის ჩემს ყოველ გაკვეთილს.
Subscribe to:
Posts (Atom)